ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მოსამართლის წარდგენის წესის შეცვლას ითხოვენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლის წარდგენის წესის შეცვლას და საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პარლამენტს მიმართეს, განახორციელოს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შერჩევისას, იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს, რაც ყველა წევრის პოზიციის გათვალისწინებას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძისა და გიორგი მიქაუტაძის გუშინდელი შეხვედრა კი, საბჭოს არამოსამართლე წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კლანის მხარდაჭერად შეაფასეს.