ნატო-ს ელჩები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ, ისინი აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის საკითხს განიხილავენ. ცნობას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ბრიუსელში ელჩების შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით გაიმართება. სტოლტენბერგი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.
პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, რაკეტა უკრაინის საზღვრიდან ექვს კილომეტრში მდებარე სოფელში ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.