ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში - განხილვის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის დახმარების საკითხია

ვაშინგტონში ნატო-ს 75-ე, საიუბილეო სამიტი მიმდინარეობს – სამიტზე ნატო-ს 32 მოკავშირეს შორის განხილვის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის დახმარების საკითხია. „დღეს ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე,“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ნატო-ს ხასიათი ფუნდამენტურად დემოკრატიულია და ეს ყოველთვის ასე იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის დახმარების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ აშშ და კიდევ ოთხი ქვეყანა – გერმანია, ნიდერლანდები, რუმინეთი და იტალია – უკრაინას რამდენიმე თვის განმავლობაში დამატებით მიაწვდიან საჰაერო თავდაცვის ტაქტიკურ სისტემებს.