ნატო უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღწეულია შეთანხმება თავდაცვითი სისტემების გაგზავნაზე. შეხვედრების დროს ყურადღების ცენტრში უკრაინის პირველი დიპლომატი იყო, რომელიც ბრიუსელში ერთადერთი გზავნილით ჩავიდა – რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ იარაღი ომში მყოფ უკრაინას. დმიტრო კულებას გამოსვლაში იყო კრიტიკული აქცენტებიც და არაერთი მინიშნება ევროპის დაგვიანებულ რეაქციაზე. დრო არ დასახელებულა, თუმცა სამხედრო მხარდაჭერის მზაობა დაფიქსირდა.
მინისტერიალში მონაწილეობდნენ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებიც.