ჩვენ ველოდებით განახლებული საომარი მოქმედებების უფრო ფართო მასშტაბის პერიოდს, ომს, რომელიც სავარაუდოდ გაგრძელდება, – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ. მირჩა ჯოანას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს ამ ომში, რადგან ეს ავტომატურად დასავლეთის წარმატებაცაა. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მოლდოვის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.