ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

იენს სტოლტენბერგი ვლადიმერ პუტინს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი უკრაინაში. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ფაშიზმზე გამარჯვების დღეზე გერმანულ გამოცემა „დიე ველტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

სტოლტენბერგის თქმით, 9 მაისის სიტყვით მიმართვას, რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად იყენებს დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და ნატო-ს გასაკრიტიკებლად.