„ნაფტოგაზი" „გაზპრომის" წინააღმდეგ

უკრაინულმა ოპერატორმა „ნაფტოგაზმა“ განაცხადა, რომ ევროპაში ტრანზიტისთვის რუსულ გაზს ერთ-ერთი მიმართულებიდან „ფორს-მაჟორული ვითარების“ გამო ვეღარ მიიღებს. „ნაფტოგაზი” აქ ლუგანსკის მხარის ოკუპაციას გულისხმობს, რის გამოც უკრაინამ ბუნებრივი აირის ტრანზიტის ერთ-ერთ პუნქტზე – „სოხრანოვკაზე“ კონტროლი დაკარგა. უკრაინის აზრით, ტრანზიტის გაგრძელება „ქვეყნის მთელი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სტაბილურობას და უსაფრთხოებას ემუქრება“

42° პარალელი