„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შიმშილობის აქცია

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით, უკვე მეხუთე დღეა, შიმშილობენ. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას, ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილი მძიმედ არის, თუმცა სურს, რომ ხუთშაბათს სასამართლო პროცესს დაესწროს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც ორი დღის წინ ორბელიანების სასახლეში, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას თქვა, რომ პოლარიზაციის ერთ-ერთი მიზეზი სააკაშვილის საკითხია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს თავად აქვს ბერკეტი ამ საკითხის გადასაჭრელად და მისი მოლოდინი სასამართლოსთან დაკავშირებით გაუგებარია.