„ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტი უკრაინაში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
საპარლამენტო დელეგაციისგან დამოუკიდებლად, უკრაინაში არაოფიციალურ ვიზიტს განაგრძობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. „მე და სააკაშვილმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, უკრაინაში იმყოფება.
მათი თქმით, ეს არის სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხისა და მებრძოლების მიმართ. გუშინ გახდა ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია, ნიკა მელია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გადაწყვეტილებას, ოფიციალური დელეგაციისგან დამოუკიდებლად, უკრაინაში ცალკე წასულიყვნენ, ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ.