მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერები უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ 200 ათასამდე ხელმოწერა შეაგროვეს. პარტიის წევრების თქმით, ექსპრეზიდენტი პოლიტპატიმარია, სალომე ზურაბიშვილს კი აქვს შესაძლებლობა, სააკაშვილი გაათავისუფლოს.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ვერ მიიღებს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით, სალომე ზურაბიშვილი მისი დანაშაულებების თანაზიარი გახდება.