ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუ 12 ივნისს გაიმართება. ქართველი მსმენელის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მუსიკალური ფიგურა – Kanye West YE წარდგება. საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობა კულტურის მინისტრმა დაათვალიერა. კანიე უესტის აქტივში 24 „გრემი“, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დაუვიწყარი საკონცერტო გამოცდილებებია.