მზადება Guns N' Roses კონცერტისთვის

სთარინგ ჯორჯიას“ ახალი მუსიკალური სეზონის პირველ ღონისძიებამდე სამი თვე რჩება – 30 მაისს გურიას ამერიკული როკ-ჯგუფი Guns N’ Roses ეწვევა. ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ლოკაციად შეკვეთილში მდებარე პარკ „ციცინათელას“ ტერიტორია შეირჩა, რომელიც 40 ათასამდე მსმენელს დაიტევს.

სანამ ლეგენდარული ჯგუფის ლეგენდარული შემსრულებლები საქართველოს ეწვევიან, „სთარინგ ჯორჯიამ“ ახალი კამპანია დაიწყო. „გურია მთავარ როლში“ – ამ კონცეფციის ფარგლებში, ასობით მეწარმის გადამზადება იგეგმება. პროექტი ადგილობრივებისთვის არსებული ბიზნესების განვითარებასა და ახალი პროდუქტების შექმნის წახალისებას ისახავს მიზნად.

თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟი.