დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება

დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება. ღონისძიების მუსიკალური პროგრამა ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზეა აგებული. პროექტის განხორციელებაში ჩართულია 300-ზე მეტი ადამიანი. სცენაზე მოქალაქეების წინაშე ხუთი წამყვანი წარდგება. პროექტში მონაწილეობენ სამების საკათედრო გუნდი, ანსამბლები „ქართული ხმები“ და „ჰერიო“, სცენაზე გამოვლენ „რანინას“ მონაწილეებიც.