„მწვანე ალტერნატივის“ სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა
განახლდება თუ არა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა.
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია კი დაკმაყოფილდა.
საქმე ვაკის პარკის ტერიტორიაზე ყოფილ რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე მერიის მიერ გაცემული ნებართვის გაუქმებას ეხება. ეს გადაწყვეტილება ორი წლის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა და მერიას საკითხის ხელახლა განხილვა დაავალა.
„მწვანე ალტერნატივა“ სააპელაციო სასამართლოში, პირველ ინსტანციაში წარდგენილი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვდა.