მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში

მრავალფეროვანი რეპერტუარი, ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი და მოწვეული შემსრულებლები – თელავი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. ხუთდღიანი ღონისძიების პირველი საღამო ცნობილი ქართველი ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტს „გორის ქალთა კამერული გუნდი“ გამართავს. მომდევნო დღეებში კი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წინაშე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები წარდგებიან.

ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 19 სექტემბერს გაიხსნება.