მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 

12:35, 20.09.2025

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. მუსიკის მოყვარულთა წინაშე, პირველი კონცერტით გორის ქალთა კამერული გუნდი წარდგა, დღეს კი სცენას პიანისტი ელისო ვირსალაძე დაიკავებს. ფესტივალის ფარგლებში, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის დაგეგმილია მასტერკლასების ჩატარებაც.

აღსანიშნავია, რომ კონცერტი ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავს მიეძღვნა. ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი