მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 

10:27, 25.09.2026

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში ინსტრუმენტული მუსიკის კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე წარდგნენ ახალგაზრდა მუსიკოსები – ვერიკო ჭუმბურიძე და დავით ხრიკული, თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს არიელ ცუკერმანი დირიჟორობდა.

ელისო ვირსალაძის მიერ დაფუძნებული დიდი ისტორიის მქონე ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წელსაც მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით იყო წარმოდგენილი.

26 სექტემბერს დასკვნით კონცერტს თავად ელისო ვირსალაძე გამართავს.

მსგავსი