„მუსიკის დღეები 2025“ ქუთაისში

12:33, 05.06.2025

 ქუთაისში „მუსიკის დღეები 2025“ მიმდინარეობს, რომელიც მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლისთავს ეძღვნება. პროექტის მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. ფესტივალი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა და იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის ერთობლივი კონცერტით გაიხსნა.

ღონისძიებაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო კომპოზიტორმა და მუსიკოსმა – დავით ევგენიძემ. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაერთიანებასა და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს შორის. მუსიკის დღეები „2025“, 6 ივნისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში გალაკონცერტით დასრულდება.

მსგავსი