მუსიკალური ზღაპარი – „ახალი წლის ღამე ტყეში“
ეროვნულ სასახლეში სადღესასწაულო მუსიკალური ზღაპარი – „ახალი წლის ღამე ტყეში“ წარმოადგინეს. მუსიკალურ-თეატრალიზებულ სანახაობაში მონაწილეობას სასახლის მოსწავლეები, მუსიკალური სტუდია „მზიურის სკოლის“ წევრები და „რანინას“ მონაწილეები იღებენ. მუსიკალური ზღაპარი 9 იანვრის ჩათვლით იქნება ნაჩვენები, 8 იანვარს მას სოციალურად დაუცველი ბავშვები და მათი მშობლები დაესწრებიან. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.