„მუსიკალური საღამოები“ ანაკლიაში
„მუსიკალური საღამოების“ ფარგლებში, ანაკლიაში ჯგუფი „ურსას“ კონცერტი გაიმართა. კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენა ელექტრონულ მუსიკას დაეთმო. „მუსიკალური საღამოები” დღეს ელენე ფოჩხუასა და ბენდის კონცერტით გაგრძელდება.
 
ღონისძიებები საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით იმართება. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებაც ჩატარდება.