„მუსიკალური ბათუმი 2025“
„მუსიკალური ბათუმი 2025“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნუგზარ ერგემლიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე ქართველი მუსიკოსის, კომპოზიტორის, მომღერლის, პოეტისა და მხატვრის შემოქმედება, მასთან ერთად, მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა და ადგილობრივმა მომღერლებმა წარმოადგინეს. აჭარის კულტურის სამინისტრომ კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის ნუგზარ ერგემლიძეს მადლობის სიგელი გადასცა.
კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის – „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში ჩატარდა. პროგრამა მთელი წლის განმავლობაში აერთიანებს სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებას და მიზნად ისახავს რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენას, პოპულარიზაციას და როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი კულტურული პროგრამების შეთავაზებას.