„მუსიკალური შემოდგომა 2025“. კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ახალციხეში კონცერტი გაიმართა. ახალციხის ციხეზე მოწყობილი სცენა ქართული ესტრადის მომღერლებმა დაიკავეს. მათ შორის იყვნენ თემურ თათარაშვილი, მანანა თოდაძე, რომა რცხილაძე, თაკო გაჩეჩილაძე, თამთა ჭელიძე და დათუნა სირბილაძე.