მთავრობის სხდომა - პრემიერის გზავნილები

ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება, – აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პარტნიორი კომპანიების შესარჩევად გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი.

მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის.

კიდევ რა თემებზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი ღარიბაშვილმა – თათია ტაბეშაძე ჩაგვერთვება.