მთავრობის სხდომა
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ეს პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ასახავს იმ დადებით ტენდენციებს, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე წლის განმავლობაში.