მთავრობის სხდომა

12:03, 07.10.2026

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ასახავს იმ დადებით ტენდენციებს, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე წლის განმავლობაში. ასევე, პრემიერის განცხადებით, წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი.

ირაკლი კობახიძე სხვა მნიშვნელოვან თემებსაც შეეხო, რასაც უფრო დეტალურად ანა ბროლაძე გვეტყვის.

მსგავსი