მთავრობის ეკონომიკური გეგმა
სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, როგორი იქნება მთავრობის ეკონომიკური გეგმა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს პირველი არხის ახალი გადაცემის „ბიზნესპარტნიორის ოთხეულის“ პირველ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი იმ კონკრეტულ მხარდამჭერ ღონისძიებებზე ისაუბრებს, რომლებიც როგორც უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს, ასევე რთულ ვითარებაში მყოფ ბიზნესსექტორს შეეხება.
როგორც ცნობილია, კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.