მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინგოროყვას ქუჩაზე, წუხელ 28 ადამიანი დააკავეს. მათგან შვიდი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, 21 კი ხელწერილის საფუძველზე ღამე გაათავისუფლეს.
ადმინისტრაციულ სახდელთან დაკავშირებით, სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულთა ნაწილის საქმეები უკვე შესულია. პროცესები, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში დაიწყება.