საქალაქო სასამართლო, მთავრობის ადმინისტრაციასთან, კონტრაქციაზე დაკავებული პირების საქმეებს განიხილავს. ამ დროისთვის, სამ დაკავებულს 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, ინგოროყვას ქუჩაზე გუშინ 28 პირი აიყვანეს. მათგან 7 ჯერ ისევ დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.
მიმდინარე სასამართლო პროცესს ხათუნა გაგნიძე ადევნებს თვალს.