საომარი მოქმედებების ეპიცენტრი უკვე ქვეყნის აღმოსავლეთით ინაცვლებს.
კიევის ოლქიდან და ჩერნიგოვიდან გასული რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზება ძირითადად დონბასში ხდება. უმძიმესი ვითარებაა ლუგანსკის ოლქში, სადაც ყველა დასახლებულ პუნქტს ბომბავენ. ადგილობრივი ხელისუფლება ოლქში დარჩენილებს ქალაქებისა და დასახლებების სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს. შეტევის მთავარი სამიზნეებია პაპასნაია და რუბეჟნოე. დღესვე გაიხსნა ჰუმანიტარული დერეფანი ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან, საიდანაც ასეულობით ადამიანი ავტობუსებით ზაპოროჟიეში გადაჰყავთ. რამდენიმე დღიანი ბლოკადის შემდეგ მოქალაქეებს მელიტოპოლის დატოვების უფლებაც მისცეს. მოლაპარაკებებში არსებულ გარკვეულ პროგრესს ორივე მხარე ადასტურებს.
ყოველდღე სულ უფრო აქტიურდება ზელენსკი-პუტინის შეხვედრის საკითხი. აუდიენციას დიდი ალბათობით შუამავალი ქვეყანა, თურქეთი უმასპინძლებს. ერდოღანმა საკუთარი შეთავაზება უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს კიდევ ერთხელ გააცნო.