მსოფლიო პრემიერების მოლოდინში
2026 წლის კინოსამყარო განსაკუთრებით მრავალფეროვანია და ყველა გემოვნების მაყურებელს საინტერესო სანახაობას უმზადებს. ახალი ფილმები ერთნაირად მიმზიდველია როგორც ბლოკბასტერებისა და ფანტასტიკის, ისე დრამატული სიუჟეტებისა და საავტორო კინოს მოყვარულთათვის.
ვარსკვლავების დაბრუნება, პოპულარული წიგნების ეკრანიზაციები და ცნობილი რეჟისორების ახალი ნამუშევრები მსოფლიო პრემიერების მოლოდინში.
რას ამზადებს კინოინდუსტრია მიმდინარე სეზონზე, დეტალები თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟში.