მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ფუტსალში

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის „დ“ ჯგუფის მეორე მატჩში ისრაელი გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მეტოქის კარი სამჯერ ბრაზილიელმა თალესმა აიღო, 1-1 გოლით კი თავი გამოიჩინეს შოთა თოფურიამ, ფუმასამ, გია ნიყვაშვილმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა, საქართველომ კი 7:0 მოიგო.