მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

21:29, 28.09.2019

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავის მეორე მატჩს ჩაატარებს. „ბორჯღალოსანთა“ მეტოქე ურუგვაის ნაკრები იქნება და ჩვენი გუნდი პირველი ქულების აღებას შეეცდება. შეხვედრა, თბილისის დროით, 09:15 საათზე დაიწყება.

დღეს კი მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი გაიმართა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა მასპინძელ იაპონიასთან ითამაშა და სენსაციურად ანგარიშით 12:19 დამარცხდა. დანარჩენ ორ შეხვედრაში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა: არგენტინამ უბრძოლველად ტონგის ეროვნული გუნდი 28:12 დაამარცხა, ხოლო სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ნამიბიას დიდი ანგარიშით 57:3 სძლია.

მსოფლიო თასის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.

მსგავსი