ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობა გრემპლინგში ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დაასრულეს. ჩემპიონატი ასტანაში გაიმართა. სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
ტურნირში 40 ქვეყანა მონაწილეობდა, შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები წარდგენილი იყო ექვსი სპორტსმენით. მათ ჯგუფურად მეხუთე ადგილი დაიკავეს. ოქროს მედლები გიორგი რაზმაძემ და ალექსანდრე თევზაძემ მოიპოვეს, ხოლო ამირან სვიმონიშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.