პარლამენტის როლი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში – ამ თემაზე უმრავლესობის წევრები ორდღიანი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში იმსჯელებენ. ღონისძიება ამერიკული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ – ფარგლებში იმართება.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ბორჯომში ამ წუთებში იკრიბებიან. შეხვედრის დაწყებამდე კი კომენტარები ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე გაკეთდა. მათ შორის, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან გულისხმობს.