მსჯელობა სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღაზე
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღაზე მსჯელობს. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვება. პარლამენტის, მთავრობისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ მსჯელობენ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ასევე გრძელდება მუშაობა იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირების საკითხზეც.