მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის კრიტერიუმებზე და ამ კანდიდატების პარლამენტში წარსადგენ წესზე, დღევანდელი მსჯელობა დასრულებულია. იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა, არც „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას და არც ნაზი ჯანეზაშვილის ვერსიას. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების პროექტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ჯანეზაშვილისა და დოლიძის წინადადების ნაწილი, მათ კანონპროექტშიც არის ასახული. მომხსენებელი კომიტეტზე დღეს ნაზი ჯანეზაშვილი იყო, რომლის გამოსვლის დროსაც დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.