მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის 50 ნომერში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გაიხსნა. ცენტრმა ფუნქციონირება დღეიდან დაიწყო და მსურველებს დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ. სპორტული ცენტრი დღეს კახა კალაძემ გახსნა. ცენტრში სპორტული დარბაზებია განთავსებული, სადაც მსურველები კალათბურთისა და ფრენბურთის თამაშს შეძლებენ. ასევე ფუნქციონირებს ფიტნეს და სატრენაჟორო დარბაზიც. არსებული ცენტრი 800 ადამიანზეა გათვლილი. ეტაპობრივად სპორტულ ცენტრს სხვა პროგრამებიც დაემატება.