„მოწყალეო უფალო, იესო“ – ეძღვნება ილია II-ის ხსოვნას
„მოწყალეო უფალო, იესო“ – ასე ჰქვია ნაწარმოებს, რომელიც კომპოზიტორმა და დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა. კომპოზიცია განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს ქმნის როგორც მსმენელისთვის, ისე თავად შემსრულებლებისთვისაც.
ნაწარმოები, რომელიც სოლისტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვისაა შექმნილი, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში პირველად შესრულდა. 8 აპრილს კი საბერძნეთში ოპერის თეატრის სცენაზე აჟღერდება. სიმფონიური ორკესტრი და სახელმწიფო კაპელა ათენში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს.