„მოვალ“ – ახალი სიმღერის პრეზენტაცია
„მოვალ“ – ამ სახელწოდებით დავით ევგენიძის ახალი სიმღერის პრეზენტაცია გაიმართა. სიმღერას მუსიკოსთან ერთად, მარიამ მამისმედაშვილი ასრულებს. კლიპის ჩვენება მისივე გადაღების ადგილზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა და მას კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მუსიკისა და ტექსტის ავტორი დავით ევგენიძეა, რომელმაც რეალურად სიმღერა 25 წლის წინ ექსპრომტად შექმნა. წლების შემდეგ გაცოცხლებული შემოქმედების სატელევიზიო პრემიერა პირველ არხზე შედგება.