მოსკოვი განიხილავს დასავლეთის წინააღმდეგ რეაგირებას. ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთმა პირველ რიგში უნდა გააუმჯობესოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, იმისთვის, რომ გაანადგუროს რაკეტები. როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რასაც ეს ქვეყნები აკეთებენ, არის პირდაპირი ჩართულობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში და რუსეთი იტოვებს უფლებას, იმავე გზით იმოქმედოს. პუტინმა ასევე ისაუბრა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზეც. მისი თქმით, შედეგებს რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნება. მან ბაიდენსა და ტრამპზეც ისაუბრა. „ისინი ამერიკის დიდებით არიან დაინტერესებული, ისინი არ იბრძვიან უკრაინისთვის ან უკრაინელი ხალხისთვის, არამედ საკუთარი დიდებისთვის და მსოფლიოში ლიდერობის შენარჩუნებისთვის. არ სურთ, რუსეთს საშუალება მისცენ, რაიმე წარმატება მიაღწიოს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს დააზიანებს მათ ლიდერობას. ამაში მთელი აზრი იმის, რასაც აშშ-ი აკეთებს“, – განაცხადა პუტინმა.