რამდენიმე კანონპროექტი ერთ თემაზე, თუმცა, განსხვავებული შინაარსით – საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეთა შერჩევის წესზე მსჯელობა დღესაც გაგრძელდება. გუშინდელი, თითქმის 8-საათიანი მოსმენის შემდეგ, პროექტების წარდგენა უკვე იურიდიულ კომიტეტზე გაიმართება. საკუთარ წინადადებებზე სასაუბროდ ემზადება „ევროპული საქართველო“. ინიციატივის წარდგენას გეგმავენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი.
ასევე, დღის წესრიგით, ეკა ბესელიას მოსმენაც გათვალისწინებულია, თუმცა დამოუკიდებელი დეპუტატი პარლამენტში მისვლას არ აპირებს.
გიორგი კობერიძე მუშაობს საკანონმდებლო ორგანოში.