მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 233 აპლიკანტიდან  73-მა მონაწილემ გადალახა. ტესტირება ელექტრონულად ჩატარდა და აპლიკანტებს მეორე ეტაპზე გასასვლელად, 100 ქულიდან მინიმუმ 75 უნდა დაეგროვებინათ. პროცესის მეორე ეტაპი წერითი გამოცდა იქნება და ის  28 ივლისს ჩატარდება. ამ შემთხვევაში მონაწილეებს ხუთ შეკითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, რასაც კომისიის ორი წევრი ერთმანეთისგან დამოუკიდებელად გაასწორებს.

დღეს ჩატარებული გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო მონაწილეებს, რომელებმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვეს, შეუძლიათ გასაჩივრებისთვის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს მიმართონ.