პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების კენჭისყრას, ხვალ, 12 დეკემბერს გეგმავს. ოპოზიცია კანდიდატებს მხარს არ უჭერს და საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას აპირებს. უმცირესობა აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი აპლიკანტები უმაღლესი ინსტანციის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.
საკუთარ დამოკიდებულებას ოპოზიცია საპროტესტო აქციით დააფიქსირებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ თუ პროცესები პარლამენტთან კანონის ფარგლებს გასცდება, რეაგირებაც შესაბამისი იქნება.