მოქალაქე მთვარისა ნავერიანმა პროკურატურას ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით მიმართა
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის გამოკითხვის მოთხოვნა პროკურატურას. მთავარ საგამოძიებო უწყებას დღეს მოქალაქე მთვარისა ნავერიანმა და მისმა ადვოკატმა მიმართეს. საუბარია პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე მომხდარ ინციდენტზე.
როგორც უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, პროკურატურას ეშინია დაკითხვაზე “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი მიიყვანოს, რის გამოც მათ განცხადებაზე წარმოება იწელება. ნავერიანი და მჟავანაძე მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროკურატურის წინ ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.