მოლდოვის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ეხმაურება. მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს, რომ ის „არ ენდობა რეჟიმს, რომელიც ხალხს კლავს და სითბოს და სინათლის გარეშე ტოვებს“.
გუშინ, 23 ნოემბერს უკრაინაზე მორიგი იერიშის შედეგად, ელექტროენერგია მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც გაითიშა. საკითხზე განმარტებების გასაკეთებლად, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩია დაბარებული.