მოლდოვის პრეზიდენტი უკრაინაში

მოლდოვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, მაია სანდუ უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბოროდიანკაში, ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა. დაგეგმილია შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მათ შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა, ევროსაბჭოს მიერ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.