მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების ფანჯრები. გავრცელებული ცნობით, რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს მოლდოვის ჩრდილოეთით სოფელ ნასლავჩას ჰიდროელექტროსადგურიდან 10 კმ-ის დაშორებით. წყალდიდობის საფრთხე არ არსებობს.