მოლდოვაში რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

მოლდოვაში, უკრაინის საზღვრის მახლობლად რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის პატრულმა ჩამოვარდნილი რაკეტის ნაწილები ბრიჩანსკის რაიონში, სოფელ ლარგასთან შენიშნა. უკრაინის საზღვართან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. მოლდოვის შსს-ს ინფორმაციით, უკრაინის დაბომბვის შემდეგ, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა რაკეტების ფრაგმენტები მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ინციდენტს მოლდოვის პრეზიდენტი გამოეხმაურა. მაია სანდუს განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომი მოლდოვაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.