მოძრაობა „გაბედეს“ აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოს შენობის წინ. „გაბედეს“ წევრებს სასამართლოს დაცვის წევრებმა ტერიტორიის დატოვება სთხოვეს და მიუთითეს, რომ შენობისგან 20 მეტრის მოშორებით დამდგარიყვნენ, თუმცა აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი იდგნენ ღობესთან და არა შენობასთან.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს „გაბედეს“ იმ წევრებს, რომელთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზებრაზე გადასვლის გამო.