პუტინის გადაწყვეტილება, რომელიც შიდა საპროტესტო მღელვარების და მძიმე საერთაშორისო რეაქციების მიზეზი ხდება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, სამხედრო სამსახურში 300 000 ათას რეზერვისტს გაიწვევენ. მობილიზაციის საჭიროებას ქვეყნის პრეზიდენტი იმ არგუმენტით ხსნის, რომ რუსეთს ბრძოლა არა უკრაინასთან, არამედ კოლექტიური დასავლეთის სამხედრო მანქანასთან უწევს. პუტინმა უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიის მიზნით დაანონსებულ რეფერენდუმებსაც მხარი დაუჭირა, იყო ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარაც.
კრემლის ნაბიჯს უკრაინის ომში წარუმატებლობით და სისუსტით ხსნის დასავლეთი.